ღია პოზიციები
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც ტექნოლოგიები უყვარს და რთული ამოცანების არ ეშინია. თუ გსურთ, რომ თქვენი ცოდნით რეალური შედეგები შექმნათ და კლიენტებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროთ — ჩვენთან იდეალური გარემო დაგხვდებათ.
შენი მთავარი ამოცანა LAN, WAN და Wi‑Fi ქსელების დაგეგმვა და გამართვა იქნება. ვეძებთ ადამიანს, რომელიც ააწყობს საიმედო არქიტექტურას და დარწმუნდება, რომ კლიენტის ინფრასტრუქტურა შეუფერხებლად მუშაობს.
დაგვეხმარე კლიენტების სისტემების დაცვაში. შენ ჩაერთვები უსაფრთხოების შეფასების პროცესში, გამოავლენ სისუსტეებს და დაეხმარები კომპანიებს დაშვების სისტემებისა (IAM) და მოწყობილობების საიმედოდ დაცვაში.
იმუშავე თანამედროვე ქლაუდ ტექნოლოგიებთან. შენი საქმე საბაზისო ქლაუდ ინფრასტრუქტურის აგება, განახლებების ავტომატიზაცია და კლიენტების ქლაუდში უსაფრთხოდ მიგრაცია იქნება.
განავითარე ბიზნესი კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირებით, ურთიერთობების აგებითა და მორგებული IT გადაწყვეტილებების შეთავაზებით. იმუშავებ ტექნიკურ გუნდთან ერთად წინადადებების მომზადებასა და გარიგებების დახურვაზე.